“ერთი დიდი მშვენიერი კანონის” მიღება უზრუნველყოფს საზღვრების დაცულობას, ეკონომიკის გაძლიერებას და ამერიკული ოცნების გაცოცხლებას, - ამის შესახებ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა და არაერთხელ ახსენა 4 ივლისი, როგორც სავარაუდო თარიღი, როცა კანონპროექტი დამტკიცდება.

მისივე თქმით, ტარიფების დახმარებით ქვეყნის ბიუჯეტში დამატებით $88 მილიარდი დოლარი შევიდა. ტრამპმა ამას ნამდვილიი გამარჯვება უწოდა.

პრეზიდენტი ტრამპი დადებითად აფასებს წამყვან სახელმწიფოებთან სავაჭრო შეთანხმების დადების პროცესს და იმედოვნებს, რომ ჩინეთის შემდეგ, ინდოეთთანაც და შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებთანაც მოახერხებს ხელშეკრულების გაფორმებას.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში გეგმავს, წერილები გაუგზავნოს 200-მდე ქვეყანას, თუ რა ტარიფის გადახდა მოუწევთ ამერიკაში. 

„ჩვენ გავგზავნით წერილს, ვსაუბრობთ მრავალ ქვეყანასთან, რომ უბრალოდ ვუთხრათ, რა უნდა გადაიხადონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესსაქმიანობისთვის და ეს ძალიან სწრაფად მოხდება“, – თქვა ტრამპმა.

სავაჭრო შეთანხმებას აშშ ყველა ქვეყანას არ სთავაზობს. მაგალითად, ვაშინგტონი კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს წყვეტს.