AI დატა ცენტრების გაჩენამ, 2050 წლისთვის სპილენძზე მოთხოვნა წლიურად შესაძლოა 3.4 მლნ ტონით გაზარდოს, - ინფორმაციას Galt&Taggart-ი, სპილენძის უმსხვილესი მწარმოებლის BHP-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნედლეულის ყოველთვიურ მიმოხილვაში აქვეყნებს.

Galt&Taggart-ის ინფორმაციით, სპილენძის მწარმოებლები მომავალი დეკადის განმავლობაში ლითონზე დეფიციტის გამძაფრებას ელიან. 

„2024 წლის სექტემბერში სპილენძის ფასი თვიურად 6.3%-ით გაიზარდა. ჩინეთში გამოცხადებულმა დახმარებების პაკეტმა და აშშ-ში დამატებით მოსალოდნელმა განაკვეთების კლებამ მეტალების ბაზარზე ფასების ზრდა გამოიწვია. მათ შორის, სპილენძის ფასი ერთ ტონაზე დროებით $10,000-საც გადაცდა.

მაკრო ფაქტორები წითელი მეტალისთვის დადებითად გამოიყურება, თუმცა გასული გაზაფხულის ზრდისგან განსხვავებით, ტრეიდერები ახლა მეტ სიფრთხილეს იჩენენ. ამასთან, სპილენძის მწარმოებლები მომავალი დეკადის განმავლობაში დეფიციტის გამძაფრებას ელიან, რამაც შესაძლოა ენერგო-ტრანზიცია დროებით „გადადოს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.