ფრანგული სპირტიანი სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ Pernod Ricard-მა, რომლის პორტფოლიოშიც შედის Absolut-ის არაყი, Jameson, Ballantine's და სხვა ვისკები, შესაძლოა შეიძინოს ამერიკული კომპანია Brown-Forman Corp., რომელიც Jack Daniel's-ის ვისკის მწარმოებელია.

ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროების ცნობით, Pernod Ricard-მა უკვე გამართა წინასწარი მოლაპარაკებები შესაძლო შერწყმაზე.

მათივე ცნობით, დიალოგი მიმდინარეობს თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ ის გარიგებამდე მივა.