სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელ  რეგისტრირებულია 22 285 ქორწინება, რაც 2.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

საქსტატის ცნობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 30.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.4 წელს.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 173 ერთეული შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.