2023 წლის 26 მაისს Flightradar24-მა ჰაერში რეკორდული რაოდენობის - 22000-ზე მეტი თვითმფრინავი დააფიქსირა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ფრენების ზრდა და მგზავრთა ნაკადის პანდემიამდელ მაჩვენებელთან დაბრუნება 2025-2028 წლამდე არ მოხდებოდა. ამ პროგნოზის მიუხედავად, ანალიტიკურ ფირმა OAG-ის თანახმად, მიმდინარე წლის 26 მაისის მაჩვენებელი 2019 წლის რეკორდულ დონეს უკვე მიუახლოვდა. რაც შეეხება საჰაერო ტვირთების გადაზიდვას, მან პანდემიამდელ მაჩვენებელს გადაუსწრო კიდეც.

შეგახსენებთ, რომ Flightradar24-ი შვედეთში 2006 წელს დაარსდა. საიტი ინფორმაციას სამი წყაროდან იღებს. ესენია: ADS-B ტექნოლოგია, MLAT ტექნოლოგია და აშშ ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია. სერვისს აქვს ვებ-ვერსია და ფასიანი მობილური აპლიკაციები.