ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 2026 წლის ივლისში მსოფლიოში გამოშვებული ახალი მუსიკის თითქმის 40%-ში შექმნის ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენებოდა, – ეს მაჩვენებელი SubmitHub-ის ახალ კვლევას ეფუძნება, ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მუსიკა ფლეილისტებზე და ბლოგებზე გამოაქვეყნონ. მათ გააანალიზეს მილიონზე მეტი ტრეკი და SH Labs-ის საკუთრებაში არსებული ხელოვნური ინტელექტის დეტექტორის გამოყენებით აღმოაჩინეს, რომ მათი 23.2% მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული.

კიდევ 15.3% შეიცავდა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ და შემდეგ ადამიანების მიერ „მოდიფიცირებულ ან დამუშავებულ“ აუდიო ელემენტებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასულ თვეში გამოშვებული მუსიკის საერთო რაოდენობა 38.5%-ს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა.

ვრცლად euronews – ზე