WTM London-ზე წარდგენილი ახალი ანგარიშის თანახმად, კონფლიქტებისა და ხარჯების ზრდის მიუხედავად, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობები ახალ მაქსიმუმს მიაღწევს. პროგნოზის მიხედვით, 2032 წლისთვის ევროპაში, 2026 წელთან შედარებით, ყოველწლიურად 226 მილიონით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ჩავა.

პროგნოზის თანახმად, 2026 წელს გლობალური მოგზაურობების რაოდენობა რეკორდულ 1.57 მილიარდ საერთაშორისო ღამის თევას მიაღწევს, ევროპაში კი 5%-ით გაიზრდება, რადგან მოგზაურები სულ უფრო ხშირად ირჩევენ სახლთან უფრო ახლოს მდებარე დანიშნულების ადგილებს.

WTM-ის 2026 წლის გლობალური მოგზაურობის ანგარიშის (WTM Global Travel Report 2026) თანახმად, კონფლიქტების, ავიაბილეთების გაძვირების და ცხოვრების ხარჯებთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა გლობალური მასშტაბით 2%-ით გაიზრდება 2025 წელთან შედარებით. პროგნოზის მიხედვით, ვიზიტორთა მიერ დანიშნულების ადგილზე გატარებული ღამეების ჯამური რაოდენობა (როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურობების შემთხვევაში) 23,9 მილიარდს მიაღწევს. ამასთან, ვარაუდობენ, რომ დანიშნულების ადგილზე გაწეული ხარჯები ორივე ბაზრის (შიდა და საერთაშორისო) მასშტაბით 9%-ით გაიზრდება და 7,8 ტრილიონ აშშ დოლარს (6,97 ტრილიონ ევროს) მიაღწევს.

ლონდონის ExCeL-ში გამართული World Travel Market-ის (WTM) გახსნის დღეს გამოქვეყნებული ანგარიში მოამზადა კომპანია Tourism Economics-მა (Oxford Economics-ის ნაწილი); დოკუმენტი ეფუძნება 185-ზე მეტი ქვეყნის მონაცემებს.

ვრცლად euronews – ზე