მიუნხენის „ბაიერნმა“ ინგლისის ნაკრების თავდამსხმელს, ჰარი კეინს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ახალი შეთანხმება გერმანული კლუბის ისტორიაში ფინანსურად ყველაზე ძვირად ღირებულ ხელშეკრულებად შეფასდა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, 33 წლის თავდამსხმელი, ფიქსირებული ხელფასის მიხედვით, ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა თავდამსხმელმა 2026 წლის ოქტომბერში კარიერაში პირველად მოიპოვა „ოქროს ბურთი“. გასულ სეზონში კეინმა კლუბისა და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 73 გოლი გაიტანა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ბრძოლაში კილიან მბაპესა და ლამინ იამალს აჯობა.

ჰარი კეინი „ბაიერნში“ 2023 წლის ზაფხულში ლონდონის „ტოტენჰემიდან“ გადავიდა. მას შემდეგ ინგლისელი გერმანული კლუბის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიპოვა.

1tv.ge