ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთის ეკონომიკა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 1,4%-ით გაიზარდა.
2023 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ 4,6%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც პირველ კვარტალში 1,8%-ით შემცირდა.
ივნისში მშპ, სამინისტროს მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.3%-ით გაიზარდა, მაისში 5.4%-ით, აპრილში 3.4%-ით, მარტში 0.7%-ით და თებერვალში 2.6%-ით დაკლების შემდეგ. ხოლო იანვარში- 2.7%-ით.
სეზონური ფაქტორის გამოკლებით, სამინისტროს გათვლებით, მშპ ივნისში მხოლოდ 0,04%-ით გაიზარდა მაისში 1,4%-ით ზრდის შემდეგ.