2023 წლის იანვარ-ივლისში თურქეთის აეროპორტები 102 მილიონ 500 ათას 625 მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების გენერალურ დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.
მგზავრთნაკადის ზრდა მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში თურქეთის ტურისტულ რეგიონებში მდებარე აეროპორტებში დაფიქსირდა.
ამრიგად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში სტამბოლის აეროპორტი 43,3 მლნ მგზავრს მოემსახურა, ანტალიის აეროპორტი - 18,3 მლნ-ს და იზმირის ადნან მენდერესის აეროპორტი - 5,8 მლნ-ზე მეტს.
გარდა ამისა, თურქეთის ადანას ნავსადგურის მომსახურებით მოსარგებლე მგზავრების რაოდენობა 18,88%-ით, 2 მილიონ 632 ათას 761 ადამიანამდე გაიზარდა, ხოლო გაზიანთეფში - 10,2%-ით, 1 მილიონ 427 ათას 559-მდე.