რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ნიკოლაი შულგინოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის რუსეთში ნავთობის მოპოვების სავარაუდო მოცულობა 523 მილიონი ტონა ან ოდნავ ნაკლებია.

„ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ მოსალოდნელი (პროგნოზი 2023 წლისთვის - IF) - 523 მილიონი ტონა ან  შეიძლება ცოტა ნაკლები“, - აღნიშნა შულგინოვმა.

ოქტომბერში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა გამოაცხადა ნავთობის მოპოვების პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 525-527 მილიონი ტონის ოდენობით.

2022 წელს რუსეთმა 535 მილიონი ტონა ნავთობი აწარმოვა.

ამრიგად, 2023 წელს ეს მაჩვენებელი შესაძლოა 2,2%-ით შემცირდეს.