ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ ევროკავშირში მედიკამენტების „ქრონიკულმა“ დეფიციტმა ბოლო ორი წლის განმავლობაში რეკორდულ დონეს მიაღწია. სიაში შედის გავრცელებული ანტიბიოტიკი, რომელიც მრავალი ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება.

ევროპის აუდიტორთა სასამართლოს (ECA) ახალი ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან 2024 წლის ოქტომბრამდე ევროკავშირში 136 დასახელების მედიკამენტის მარაგი, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის „კრიტიკულად“ ითვლება, დეფიციტური იყო.

2023 და 2024 წლებში ამ მაჩვენებელმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, წელიწადში შესაბამისად 48 და 46 კრიტიკული დეფიციტით.

27 წევრი სახელმწიფოდან არანაკლებ 21-მა განაცხადა კრიტიკული დეფიციტის შესახებ 2024 წლის დასაწყისიდან 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე.

ბელგიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს მედიკამენტების ყველაზე მაღალი კრიტიკული დეფიციტის შესახებ.

ვრცლად euronews – ზე