ორასზე მეტმა ფრანგულმა მედია კომპანიამ, მათ შორის TF1-მა, France Télévisions-მა, Radio France-მა, Le Figaro-მ და სხვებმა, შეიტანეს კოლექტიური სარჩელი ამერიკულ კომპანია Meta-ს, Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანიის წინააღმდეგ. ისინი ინტერნეტგიგანტს ადანაშაულებენ ონლაინ რეკლამის სექტორში „უკანონო პრაქტიკაში“, კერძოდ, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციების (GDPR) დარღვევაში. ამის შესახებ Le Figaro ოთხშაბათს, 23 აპრილს იტყობინება.

იურისტების თქმით, Meta „მასობრივად აგროვებდა პერსონალურ მონაცემებს მომხმარებლებისგან მათი ცოდნისა და თანხმობის გარეშე“, იყენებდა მას ძალიან ზუსტი სარეკლამო მიზნებისთვის. ამ პრაქტიკამ, მოსარჩელეების აზრით, საშუალება მისცა კომპანიას დაეპყრო ციფრული სარეკლამო ბაზრის დიდი ნაწილი - ტრადიციული მედიის საზიანოდ.

ვრცლად korrespondent.net–ზე