გლობალურად, ერთი დასაქმებულის მიერ კვირის განმავლობაში სამსახურში დახარჯული საშუალო დრო დაახლოებით 38.7 საათია - ამის შესახებ ირკვევა world population review-ს მონაცემებიდან, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების ანალიზის საფუძველზეა შედგენილი.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კვირის განმავლობაში მუშაობაზე ყველაზე მეტ დროს ბუტანში ხარჯავენ. აქ სამუშაო პერიოდი კვირაში დაახლოებით 54.5 საათს შეადგენს. ყველაზე ნაკლებს კი, იემენში მუშაობენ (საშუალოდ 25.9 საათს კვირაში).
იმ ქვეყნების ათეული, სადაც კვირის განმავლობაში საშუალო სამუშაო საათები ყველაზე მაღალია, ასე გამოყურება:
- ბუტანი - კვირაში 54.5 საათი;
- სუდანი - კვირაში 50.8 საათი;
- ლესოტო - კვირაში 50.2 საათი;
- კონგოს რესპუბლიკა - კვირაში 48.7 საათი;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - კვირაში 48.4 საათი;
- სან-ტომე და პრინსიპი - კვირაში 48.2 საათი;
- იორდანია - კვირაში 47.8 საათი;
- ლიბერია - კვირაში 47.5 საათი;
- პაკისტანი - კვირაში 47.5 საათი;
- კატარი - კვირაში 46.8 საათი.
იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალი კი, სადაც ყველაზე ნაკლებს მუშაობენ, ასეთია:
- იემენი - კვირაში 25.9 საათი;
- ნიდერლანდები - კვირაში 26.8 საათი;
- ნორვეგია - კვირაში 27.1 საათი;
- ავსტრია - კვირაში 28.4 საათი;
- დანია - კვირაში 28.8 საათი;
- ფინეთი - კვირაში 28.8 საათი;
- ვანუატუ - კვირაში 29 საათი;
- მოზამბიკი - კვირაში 29 საათი;
- შვედეთი - კვირაში 29.3 საათი;
- გერმანია - კვირაში 29.6 საათი.
რაც შეეხება საქართველოს, მონაცემების მიხედვით კვირის განმავლობაში საშუალო სამუშაო დრო 37.1 საათს შეადგენს. ამასთანავე, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი სამუშაო დრო კვირის განმავლობაში თურქეთშია, ყველაზე ნაკლები კი აზერბაიჯანში.
უფრო კონკრეტულად, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მონაცემები, ასე გამოყურება:
- თურქეთი - კვირაში 43.8 საათი;
- რუსეთი - კვირაში 38.2 საათი;
- სომხეთი - კვირაში 38 საათი;
- საქართველო - კვირაში 37.1 საათი;
- აზერბაიჯანი - კვირაში 34.4 საათი.
World population review-ს განმარტებით, მონაცემები დამუშავებულია როგორც სრულ და ნახევარ განაკვეთზე ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, ასევე, თვითდასაქმებულების მიერ კვირის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ხანგრძლივობის მიხედვით.