ტურისტების ძალიან დიდი ნაწილი საქართველოს გასტრონომიისთვის სტუმრობს - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” “საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის” პრეზიდენტი დალილა ცატავა საუბრობს.

“ნებისმიერი ტურისტის ყოველდღიურობაში შედის კვება, თუმცა, ახლა ამ თემის ბუმია. განსაკუთრებით, პოსტ-პანდემიურ პერიოდში ყურადღების ცენტრშია სარესტორნო მიმართულება, კვება და კვების კულტურა. ტურისტები სულ ეძებენ ავთენტურს, განსხვავებულს და ჯანსაღ საკვებს და ჩვენი სამშობლო თავისი მიწა-წყლით, ბუნებით და საკვები რესურსებით, ძალიან მიმზიდველია” - ამბობს დალილა ცატავა.

მისი თქმით, ქვეყანაში ძირითადი აქცენტი უნდა გეკეთდეს რეგიონული სამზარეულობის წარმოჩენაზე, რადგან ყველა რეგიონის სამზარეულო ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანია.

“ყველა რეგიონს თავისი ღვინო და სპირტიანი სასმელი აქვს, თავისი რძის ნაწარმი, საუცხოო კერძები და ფერმენტირებული პოდუქტები. ამიტომ, აქცენტს ვაკეთებთ არამხოლოდ კერძებზე, არამედ, მათ კულტურულ, რიტუალ დანიშნულებაზე, რათა ჩვენი გასტრონომია წარმოჩენილი იყოს, როგორც ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი” - აცხადებს დალილა ცატავა “ბიზნესპარტნიორთან”.

business-partner.ge