მიმდინარე წელს დაბალ მხარჯველუნარიანი სეგმენტი გვსტუმრობს, რამაც ჩვენი კოტეჯის ღირებულება გაანახევრა, - ამის შესახებ თელავის რაიონში მდებარე ტურისტული კომპლექსი - TITA Homes-ის თანადამფუძნებელმა მერაბ სეხნიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მათი მომხმარებლების 70% უცხოელია, ხოლო 30% ადგილობრივი.

"ბევრი სტუმარი გვყავს რუსულ ენოვანი ქვეყნებიდან, მათ შორის, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და ასევე, არაბული ქვეყნებიდან. მოთხოვნა წინა წლის პერიოდთან შედარებით გაზრდილი არ არის, სტაბილურად თითქმის იდენტური მაჩვენებლები გვაქვს. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ შეიცვალა ტურისტების სეგმენტაცია. ადრე უფრო მეტად მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი ჩამოდიოდა და შესაბამისად, ჩვენც უფრო მაღალ ფასად ვაქირავებდით კოტეჯს. ფასების შემცირება აღნიშნულის გარდა ბაზარზე კონკურენციამ და ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმაც გამოიწვია", - აცხადებს მერაბ სეხნიაშვილი.

ტურისტული ობიექტის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა სამომავლოდ TITA Homes განვითარებას, მათ შორის, კოტეჯებისა და აპარტამენტების დამატებას გეგმავს.

"ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვვითარდებით. მთავარია მშვიდობა იყოს. კარგი იქნება, რომ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა იყოს ბიზნესების მიმართ. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტად და სწრაფად განვვითარდეთ", - აცხადებს მერაბ სეხნიაშვილმა.

ცნობისთვის, თელავში მდებარე ტურისტული ობიექტი TITA Homes-ი ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა და ჯამში 5-ადამიანზე გათვლილ 4 კოტეჯს, ღია აუზს და 3 აპარტამენტს მოიცავს.

წყარო:  bp.ge