ტურისტული ნაკადების ზრდაზე საუბრობს იმერეთში, სოფელ გელათში მდებარე სასტუმრო აგრო სახლი “ქორენას” დამფუძნებელი მაია კეზევაძე. სასტუმროს დამფუძნებლის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზრდაა ევროპული ქვეყნებიდან. მოიმატა ჯავშნებმა, განსაკუთრებული მოლოდინია ზაფხულის ტურისტულ სეზონზე.
„თებერვალში, მარტსა და აპრილში გვყავს ტურისტები, არ ვუჩივით ვიზიტორების ნაკლებობას, დიდი მოლოდინი გვაქვს ზაფხულის სეზონზე, ჯავშნები ყოველდღე შემოდის. შარშანდელი წელი კარგი იყო და ვფიქრობ არანაკლებ კარგი იქნება წლევანდელი. იყო შემთხვევები, როდესაც ჯავშნების გარკვეული რაოდენობა გაუქმდა, მაგრამ ჩანაცვლდა სხვა ჯავშნებით. ჩვენი მიმართულება მრავალფეროვანია: სოფლის ტურიზმი, გასტრო და აგრო ტურიზმი, აქედან გამომდინარე გვყავს სხვადასხვა სეგმენტი. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ტურისტები გვყავს, უმეტესად ევროპიდან, წელს აქტიურად გვემატებიან სტუმრები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩამოდიან ოჯახები, ასევე დიდი ჯგუფები გვყავს პოლონეთიდან და ლიეტუვიდან. მაია კეზევაძის ინფორმაციით, სასტუმრო წელს ფასების 10%-ით გაზრდას გეგმავს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს