დუბაის საუკეთესო პლაჟები ქალაქის გასწვრივაა გადაჭიმული  და ხელოვნურ კუნძულებს: პალმ-ჯუმეირას და პალმ ჯებელ ალის ამშვენებს. 

დუბაის საუკეთესო უფასო საზოგადოებრივი პლაჟები

Kite Beach დუბაის ყველაზე ქარიანი სანაპიროა და უდავოა, სპორტის საწყლოსნო სახეობებისთვის, განსაკუთრებით კაიტბორდინგის და კაიტსერფინგისთვის ცენტრალურ ადგილს წარმოადგენს. პლაჟზე კაიტსერფინგის სკოლაა სადაც გაკვეთილების გავლა ან ეკიპირების ქირაობაა შესაძლებელი.  პლაჟის პოპულარობის კიდევ ერთი სარწმუნო მიზეზი მრავალრიცხოვანი კაფე-რესტორნები.

Sunset Beach - რომანტიკოსებისთვის და მზის ჩასვლის პეიზაჟების მოყვარულთათვის განსაკუთრებული ადგილია. ამ პლაჟიდან  ლეგენდარულ სასტუმრო ბურჯ-ალ არაბზე შესანიშნავი ხედი იშლება. 

Al Sufouh ასევე ცნობილია, როგორც შავი სასახლე, ის ნამდვილი თავშესაფარია ხმაურიანი მეგაპოლისისგან,  იზიდავს რა როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისე რელაქსაციის მაძიებელ გამოცდილ ტურისტებს.  ცოტამ თუ იცის, რომ ამ პლაჟზე ვიწრო ბილიკით მოხვდებით, რომელიც ორი სასახლის შუა გადის, და ამიტომაც მას დამალულ მარგალიტსაც ადარებენ. ბავშვებთან ერთად დროის გასატარებლადაც მშვენიერი ადგილია, რადგან წყალი ნაპირიდან საგრძნობლად  მნიშვნელოვან მანძილზეც ნაკლები სიღრმისაა.

Jumeirah Beach Residence Beach, დუბაის მარინას რაიონში მდებარეობს და ფერწერული სილამაზის სანაპირო ზოლის - Dubai Walk-ის  გასწვრივაა  გადაჭიმული, რომელიც მოდური სასტუმროებით, რესტორნებითა და ლაუნჯებით არის განთქმული.  სრულყოფილი სანაპირო დასვენებისთვის აქ ყველა ელემენტია.

ფასიანი პლაჟები

პლაჟის ფასიან ვარიანტებს რაც შეეხება,  ალ მამზარის პლაჟი  Al Mamzar Beach Park  იდეალური არჩევანია როგორც ოჯახებისთვის, ისე დიდი ჯგუფებისთვის. ეს უნიკალური სანაპირო პარკი ხუთ სრულად კეთილმოწყობილ პლაჟს აერთიანებს, რომლებიც მწვანე პალმებით, საცალფეხო ბილიკებით, ველოსიპედის ბილიკებით,  სპორტული ობიექტებით, კაფეებითა და რესტორნებითაა გარშემორტყმული.  პარკში სათამაშო ზონა და ამფითეატრიცაა გათვალისწინებული, სადაც რეგულარულად იმართება გასართობი ღონისძიებები. შესაძლებელია კომფორტული ბუნგალოების ქირაობაც.

კიდევ ერთი თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობა ქალაქში არის ფასიანი სანაპირო კომპლექსი Atlantis the Palm, რომელიც პალმ ჯუმეირას კუნძულზე მდებარეობს. აქ შესაძლებელია დუბაის ერთ-ერთ საუკეთესო აკვაპარკისს Aquaventure-ის ნახვა, ასევე სანაპიროს კლუბების, როგორიცაა Nasimi Beach და Royal Beach.