„თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის სექტორის მიმოხილვის მიხედვით, ისრაელიდან გაუქმებული ფრენების მიუხედავად, 2025 წლის პირველ ნახევარში ისრაელიდან ვიზიტები 36%-ით 171 ათასამდე გაიზარდა. კვლევიდან ირკვევა, რომ ისრაელი საქართველოსთვის შემოსავლების კუთხით ერთ-ერთი მზარდი ბაზარია. 6 თვეში ისრაელიდან საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 242 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს, რაც წლიურად 38%-იანი ზრდაა.
ისრაელის მსგავსად მაღალ ზრდას აჩვენებს აზერბაიჯანის ბაზარიც. დახურული სახმელეთო საზღვრის მიუხედავად, აზერბაიჯანიდან ვიზიტები წლიურად 36%-ით 135 ათასამდე გაიზარდა.
კვლევის თანახმად, საქართველოს ტურიზმის სექტორში ინდოეთი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბაზარია. ვიზიტები 31%-ით არის გაზრდილი. მაღალ ზრდას აჩვენებს ჩინეთიც.
„ინდოეთი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბაზარი საქართველოსთვის წლიურად 31%-იან ზრდას აჩვენებს. ინდოეთიდან მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 76 ათასი ვიზიტი განხორციელდა. მაღალი ზრდაა ჩინეთის შემთხვევაშიც - წლიური 42% ზრდა და 47 ათასი ვიზიტი."- აღნიშნულია კვლევაში.