ციფრული ბაზრის მუშაობის სპეციფიკის შესასწავლად, ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკმა $1 მილიონის ღირებულების ბიტკოინები და ბლოკჩეინზე დაფუძნებული სხვა ციფრული აქტივები შეისყიდა.

პროექტის პირველად შედეგებს ბანკი მომავალი 2-3 წლის განმავლობაში გამოაქვეყნებს.

პორტფელი, რომლის ძირითადი ნაწილი ბიტკოინებისგან შედგება, ასევე მოიცავს აშშ დოლარზე დაფუძნებულ სტეიბლკოინსა და ტოკენიზებულ დეპოზიტს.

ჩეხეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, შესყიდვა რეგულირებადი ბირჟის მეშვეობით განხორციელდა, თუმცა კონკრეტული ბირჟა ან აქტივები არ დაუკონკრეტებიათ. სატესტო პორტფელი ბანკის ოფიციალური რეზერვებისგან დამოუკიდებლად შეინახება და მისი გამოყენებით ბანკი ციფრული აქტივების შეძენასთან, შენახვასთან და მართვასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს დატესტავს.