„საგზაო უსაფრთხოების წესებზე, ამ წესების დაცვაზე საბავშვო ბაღებიდან უნდა დავიწყოთ საუბარი“, - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, მძღოლები არა მხოლოდ საგზაო ნიშნებს ცნობდნენ, არამედ ზუსტად იცოდნენ, კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტული მანევრის დროს როგორ უნდა მოიქცნენ.
„მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესები არ არის ის, რის გამოც ავარია ხდება. ეს არის ერთი მთლიანობა, როგორ მოიქცე კონკრეტულ სიტუაციაში. მაგალითად, ფინეთმა მიაღწია იმას, რომ შარშან იქ მხოლოდ 1 ადამიანი დაიღუპა. არსებობს პროგრამა, რომელშიც სწავლის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ნიუანსს ასწავლიან. არა მხოლოდ იმას, კონკრეტული საგზაო ნიშანი რას გიკრძალავს ან - ნებას გრთავს, არამედ იმას, როგორ იყო უსაფრთხოდ შენც და სხვაც. გათვლადია ყველა მანევრი, მით უმეტეს, თუ ორივე მხარეს მცოდნე მძღოლია. იმის სწავლებაც უნდა ხდებოდეს და ეს შესაძლებელია, კონკრეტული სიჩქარის გადაჭარბება რის საშუალებას გიტოვებს. მე პირადად უფრო სიღრმეებში წავიდოდი და საბავშვო ბაღიდან დავიწყებდი საგზაო უსაფრთხოებაზე საუბარს, - აცხადებს მევლუდ მელაძე.