გერმანიაში, ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად კერძო სექტორიდან 20-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო ბილტმორის წარმომადგენელი ქეთევან რეხვიაშვილი.

„ ITB ბერლინის გამოფენაში მონაწილეობა საინტერესო შესაძლებლობაა ჩვენთვის, სიახლეებს ვეცნობით მსოფლიო ტურიზმის მიმართულებით, ახალ კონტაქტებს ვამყარებთ.  პოტენციურ მომხმარებლებთან კიდევ უფრო გრძელვადიანი და სწორი კომუნიკაციის დამყარებას ვაწარმოებთ. ეს გამოფენა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა არამხოლოდ სასტუმრომ თავი წარვადგინოთ პოტენციურ მომხმარებელთან, არამედ როგორც ქვეყანამ თავი დავიმკვიდროთ საერთაშორისო ასპარეზზე. არა მხოლოდ 5 ვარსკვლავიანმა სასტუმროებმა, ასევე  ვინც მონაწილეობს: ტურისტული კომპანიები, სხვადასხვა რეგიონები და ორგანიზაციები. იმედი გვაქვს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ კომპანიას, ახალ წარმომადგენლებს, ე.წ. „ბაიერებს“ შევხვდებით და მოვიზიდავთ ჩვენი ქვეყნისთვის“,-აცხადებს  ქეთევან რეხვიაშვილი.

ITB Berlin-ზე 190 ქვეყანაა წარდგენილი, გამოფენას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ITB Berlin-ის გამოფენაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს