საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან სამოგზაურო და სათხილამურო მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. Neue Zürcher Zeitung-ის, Powderguide-ის ki Actu-ს, MK Sport-ის, Snowboard International Magazine-ისა და Sidetracked Magazine-ის 6 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი სვანეთს ესტუმრა. უცხოური მედიის წარმომადგენლებმა სვანეთის სამთო კურორტები დაათვალიერეს, მესტიაში პრესტურის მონაწილეები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის ფესტივალს „გიზ-გიზი“ დაესწრნენ. უცხოელი ჟურნალისტები სვანეთში მიმდინარე ფრირაიდის მსოფლიო ტურს Freeride World Tour Freeride World Tour აშუქებენ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის რაიდერები მონაწილეობენ.
"საქართველო და სვანეთი ძალიან შთამბეჭდავია, აქაური მთები ძალიან დიდი და მასიურია, მე ვურჩევდი ხალხს ჩემს ქვეყანაში, რომ საქართველოში იმოგზაურონ, რადგან აქ საოცარი სათხილამურო ტრასებია, მაღალი ხარისხის თოვლია და ულამაზესი ბუნებაა“-ამბობს პრესტურის მონაწილე ავსტრიელი ჟურნალისტი ტიმო მაკვანი.
"საქართველოში ფრირაიდის მსოფლიო ტურს ვაშუქებთ, გავიცანით შესანიშნავი ქართული კულტურა, ბუნება და გასტრონომია. ერთი სული მაქვს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები გავუზიარო ჩემს მკითხველს ყველა იმ არაჩვეულებრივი ტურისტული მიმართულების და ფრი რაიდის ტურის შესახებ, რომელსაც საქართველოში გავეცანი. საქართველო ნამდვილად იდუმალი მარგალიტია„-ამბობს ალვა, ესპანელი ჟურნალისტი.
„ძალიან მომეწონა საქართველო, ძალიან კარგი ხარისხის თოვლია, ხალხი ძალიან კარგია, კერძებიც ძალიან მომეწონა. აქ ძალიან ბევრი აქტივობაა, შესაძლებელია თხილამურებით, სნოუბორდით სრიალი, ფრირაიდინგი, სკიტური. ვფიქრობ საქართველოში კვლავ დავბრუნდები“- ამბობს პრესტურის მონაწილე ელიზა, ფრანგი ჟურნალისტი.
პრესტურის მონაწილეები საქართველოს ზამთრის ტურისტული მიმართულების, სამთო სპორტის, ქართული კულტურისა და სამზარეულოს შესახებ სტატიებსა და ვიდეო რგოლებს ამზადებენ.