ექსპერტებმა შეაფასეს ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი პლაჟები შეაფასეს. რეიტინგის უდავო ლიდერები თურქეთის სანაპიროის პლაჟებია, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

მოგზაურობის დაჯავშნის პლატფორმა Omio-მ პოპულარული ევროპული კურორტები გამოიკვლია და ყველაზე ხელმისაწვდომი პლაჟების სია შეადგინა. ამისათვის ექსპერტებმა 75 პლაჟი გააანალიზეს, შეადარეს წყლის, ლუდისა და ნაყინის საშუალო ფასები. უახლოეს თვეებში ტურისტებისთვის საუკეთესო მიმართულებების დასადგენად გათვალისწინებული იყო ამინდის პირობებიც.

რეიტინგის ათეულში თურქეთის სამი პოპულარული პლაჟი მოხვდა.

სიას სათავეშია კლეოპატრა პლაჟი ზღვისპირა კურორტ ალანიაში. მისი სერვისი და ფასები ტურისტებს თურქეთის რივიერაზე ათწლეულების განმავლობაშია იზიდავს. თუ ვერ წარმოგიდგენიათ თქვენი ზაფხული ნაყინის გარეშე, ეს ლოკაცია ნამდვილად თქვენთვისაა. ცივი დესერტის ბურთულა აქ მხოლოდ 0,12 ევრო ღირს, ერთი ბოთლი წყალი - 0,37 ევრო. კლეოპატრას სანაპიროზე ლუდის საშუალო ფასი 1,64 ევროა.

სიიაფით გამოირჩევიან თურქეთის კურორტები: სიდე (მე-6), ბოდრუმი (მე-8), ასევე - მონტენეგროს ულჩინის სანაპირო (მე-2) და ესპანეთში ფორმენტერა (მე-4).

Omio-ს თანახმად, მონტენეგრო არის ადგილი, სადაც ლუდი ყველაზე დაბალია. ულჩინის სანაპიროზე 1 ბოთლი ლუდი 0,87 ევრო ღირს, წყალი - 0,77 ევრო. მისი 13-კილომეტრიანი პლაჟი ერთ-ერთი ყველაზე გრძელია ევროპაში.

ესპანეთში კუნძულ ფორმენტერაზე ადგილობრივი ლუდი დაახლოებით 0,94 ევრო ღირს, წყალი - 0,77 ევრო. სანაპიროზე ნაყინის ბურთულას ფასი საშუალოდ 0,92 ევროა.

75 კურორტიდან ყველაზე იაფი სანაპიროების ათეული ასე გამოიყურება:

1. ალანია - თურქეთი

2. მონტენეგრო - ულჩინი

3. პრიმორსკო - ბულგარეთი

4. ფორმენტერა - ესპანეთი

5. ვარნა - ბულგარეთი

6. სიდე - თურქეთი

7. უზედომი - გერმანია

8. ბოდრუმი - თურქეთი

9. პროტარასი - კვიპროსი

10. აგადირი - მაროკო

რეიტინგში მოხვდა 11 - ესპანური, 10 იტალიური, 7 გერმანული, 6 ბერძნული და 3 პორტუგალიური კურორტი.