ევროპაში Entry/Exit System (EES) მიმდინარე წლის 10 ნოემბერს ამოქმედდება.  

EES მიზნად ისახავს პასპორტის კონტროლის პროცესის გამარტივებას. სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტებში ბეჭდის ხელით ჩარტყმის პროცესს და ჩაიწერს მოგზაურის სახელს, სამგზავრო დოკუმენტის ტიპს, ბიომეტრიულ მონაცემებს (თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება) და ევროკავშირიდან შესვლისა და გასვლის თარიღსა და პუნქტს.

მესაზღვრეს მხოლოდ თითის ანაბეჭდების სკანირება და ფოტოს გადაღება მოუწევს, რაც საგრძნობლად დააჩქარებს კონტროლის პროცედურების გავლას.

ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოგზაურს, რომელიც არაერთხელ კვეთს ევროკავშირის საზღვრებს და არ აქვს შემოსვლაზე ბარიერი, შეძლებს გაიაროს ავტომატური სასაზღვრო კონტროლი.

EES-ში რეგისტრაციისგან თავისუფლდებიან ევროკავშირის მოქალაქეები, ევროკავშირის ბინადრობის ნებართვისა და ევროკავშირის გრძელვადიანი ვიზების მფლობელები.