ზამთარში ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო ტურიზმისთვის გაიხსნება. პანდემიის გამო ქვეყნის საზღვრები ამ დრომდე მთლიანად დაკეტილია.

ტურისტული კომპანიები ტურიზმის განახლებას მიმდინარე წლის დეკემბერში ელიან. შესაძლებელი იქნება ქალაქ სამჯიენის მონახულება – კიმ ჩენ ირის სავარაუდო დაბადების ადგილი. პანდემიამდე, სამჯიენი ჩინელ ტურისტებს შორის პოპულარული ადგილი იყო, რომლებიც იქ ავტობუსით ჩადიოდნენ.

„მივიღეთ დადასტურება ჩვენი ადგილობრივი პარტნიორისგან, რომ ტურიზმი სამჯიენში და, სავარაუდოდ, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, ოფიციალურად განახლდება 2024 წლის დეკემბერში“, – განაცხადეს ჩინურ ტურისტულ კომპანია Koryo Tours-ში. სადაც ასევე დასძენენ, რომ მარშრუტი და მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უახლოეს დღეებში და კვირები იქნება.

Facebook-ის ცალკეულ პოსტში, კიდევ ერთმა ჩინურმა ტუროპერატორმა, KTG Tours-მა, ასევე განაცხადა, რომ ტურის ზუსტი თარიღები მალე უნდა დადასტურდეს: „ჯერჯერობით მხოლოდ სამჯიენია ნახსენები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ფხენიანი და სხვა ადგილებიც გაიხსნება“.

წყარო: avianews.ge