ჩინეთი 2024 წელს რეკორდულ 700 მილიონ ავიამგზავრს ელოდება. მაშინ როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი 619,6 მილიონ მგზავრს შეადგენდა. ეს ციფრები ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სონგ ჟიონმა გააჟღერა.

ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში მგზავრთა საერთო რაოდენობა,  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა, რაც ჩინეთის საჰაერო მოგზაურობის სექტორის სტაბილურ აღდგენაზე მიუთითებს.

შიდა ტურიზმის ზრდა აშკარა იყო მთვარის საახალწლო არდადეგების დროს, ტურიზმიდან შემოსავალი 47,4%-ით გაიზარდა, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია ვიდრე პანდემიამდე.

ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყო პარიზში გამართულმა ოლიმპიურმა თამაშებმა, ასევე მაღალმა მოთხოვნამ იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და ევროპაში ფრენებზე დაფიქსირებულმა მაღალმა მოთხოვნა,

ამჟამად ჩინეთში 262 აეროპორტია, რომელთა საერთო ტევადობა 1,6 მილიარდი მგზავრია. მიმდინარე მაჩვენებელი სამ აეროპორტით მეტია, ვიდრე გასული წლის ბოლოს.

avianews.ge