ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ღონისძიებაზე, მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი ფერების ფესტივალი და დრამერების მსვლელობა გაიმართა.

„სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს აკვაპარკმა „ანაკლიამ“ უფასო აბონემენტი გადასცა.

ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან გრეტა წიწავასთან და პარტია " ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ჩართულობისთვის და როგორც ადგილობრივ ვიზიტორებს, ასევე ტურისტებს მოუწოდეს, გაატარონ საზაფხულო სეზონი ანაკლია-განმუხურში.

ღონისძიებები ჯგუფი „რეგიონის“ გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.

ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

მხარდამჭერები: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე; ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო; აკვაპარკი ანაკლია; შპს Anaklia-Ganmukhuri Resort, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.