საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის აგვისტოში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, 1.3%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ PMC Research-ის ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვაშია აღნიშნული. 

2023 წლის აგვისტოში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 181 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 278 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 130 ლარი შეადგინა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აგვისტოში 542 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 1055 ლარი შეადგინა, აჭარაში - 515 ლარი, თბილისში - 515 ლარი, ხოლო კახეთში - 837 ლარი.