2023 წლის I კვარტალში საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით 1.05 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა, რაც 3.3%-ით აღემატება პანდემიამდელ (2019 წლის I კვარტალში) მაჩვენებელს. ნათქვამია pmcg კვლევითი ცენტრის მიმოხილვაში, რომელიც pmcg-i.com-ზე გამოქვეყნდა.
თბილისის აეროპორტის მგზავრების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდა (11%-ით ნაკლები 2019 წლის I კვარტალთან შედარებით), ხოლო ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებლებს.
„2022-2023 წლების ზამთრის სეზონის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებიდან და რეგულარულ რეისებს 41 ავიაკომპანია ახორციელებდა 61 მიმართულებით. ამ პერიოდში კვირაში ფრენების საშუალო რაოდენობა 390 იყო, რაც 6%-ით ნაკლებია 2018-2019 წლების ზამთრის სეზონისთვის დაგეგმილ ყოველკვირეულ რეისებთან შედარებით.
2023 წლის ზაფხულის სეზონზე, წინასწარი განრიგის მიხედვით, ავიაკომპანიების რაოდენობა 43-მდე გაიზრდება, მარშრუტების რაოდენობა კი 88-მდე.ყოველკვირეული ფრენების საშუალო რაოდენობა 555-ს მიაღწევს, რაც წინა სეზონთან შედარებით 42.3%-ით მეტია, ხოლო 5.9%-ით ჩამორჩება 2019 წლის ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი ფრენების რაოდენობას“, - ნათქვამია მიმოხილვაში.