საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ინდოეთიდან ტურისტული ნაკადები 2023 წელს, 2019 წელთან შედარებით, 31 %-ით არის გაზრდილი.
ამავე ცნობით, თბილისი-დელის პირდაპირი რეისების შესრულების შესახებ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უმსხვილეს ინდურ ავიაკომპანია IndiGo-სთან მოლაპარაკებებს 5 წლის განმავლობაში აწარმოებდა.
2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით IndiGo აზიაში პირველ ადგილზეა.
აგვისტოს მონაცემებით, INDIGO მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე, 324 ავიახომალდს ფლობს. ივნისში, IndiGo-მ კომპანია AIRBUS 500 ერთეული A320 ტიპის თვითმფრინავი შეუკვეთა, რაც ავიაციის ისტორიაში ყველაზე დიდი შესყიდვაა.