YouTube იმ ფუნქციის შემოთავაზებაზე ფიქრობს, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიური ტაიმერის დაყენების საშუალებას მისცემს Shorts-ზე, რათა აკონტროლონ, რამდენ ხანს დაუთმობენ სქროლვას. ამჯერად ფუნქცია სატესტო რეჟიმშია და, როგორც ვიგებთ, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დრო რამდენიმე საათამდე შეზღუდონ. 

ხოლო, როგორც კი თქვენ მიერ განსაზღვრული დრო ამოიწურება, Shorts დაპაუზდება და დღის მანძილზეც აღარ იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა, მომხმარებლებს ინდივიდუალური Shorts-ების ნახვა მაინც შეეძლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ YouTube ყველა მოკლე ფორმატის ვიდეოს სრულად არ დაბლოკავს. 

საინტერესოა, რომ პლატფორმა უკვე გვთავაზობს Take a Break-ის ფუნქციას გრძელი ვიდეოებისთვის, რითაც მომხმარებლებს შეახსენებს, რომ შესვენების დროა…

YouTube-ისგან Shorts-ზე წამმზომის დაყენება კი სწორედ იმ ტრენდს პასუხობს, რომლითაც მომხმარებლები ცდილობენ, შეზღუდონ ეკრანთან გატარებული დრო და შესაბამისად, სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება. საინტერესოა, რომ ტრენდს Apple და Google-იც მიჰყვება…

წუარო: marketer.ge