ილონ მასკის AI პლატფორმა Grok რეალური ადამიანების ნუდისტურ ფოტოებს აღარ დააგენერირებს იმ ქვეყნებში, სადაც ამას კანონმდებლობა კრძალავს

„ჩვენ დავნერგეთ ტექნოლოგიური ზომები, რათა Grok-ის ანგარიშმა არ დაუშვას რეალური ადამიანების გამოსახულებების რედაქტირება გამომწვევ ტანსაცმელში,“ - ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აკრძალვაზე რეაგირებისას, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ ეს მათი პოზიციის „გამართლებაა“, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა X-ს თავისი AI ინსტრუმენტის კონტროლისკენ მოუწოდა.

ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს, Ofcom-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს „მისასალმებელი განვითარებაა“, თუმცა დაამატა, რომ გამოძიება იმის შესახებ, დაარღვია თუ არა პლატფორმამ ბრიტანეთის კანონები ბრიტანეთშიკვლავ მიმდინარეობს.


„ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი და მივიღოთ პასუხები - რა მოხდა არასწორად და რა კეთდება პრობლემის გამოსასწორებლად,“ - განაცხადეს მათ.

ამჟამად Grok-ზე სექსუალიზირებული კონტენტის გენერირება მხოლოდ იმ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებსაც ფასიანი პაკეტები აქვთ შეძენილი, რაც ხელოვნური ინტელექტის მესაკუთრეების თქმით, Grok-ს მხრიდან დიდი კომპრომისია. 

გარდა ამისა, მასკის გუნდი მუშაობს, რომ Grok-მა ერთმანეთისგან გაარჩიოს რეალური ადამიანებისა და ფანტაზიით შექმნილი პერსონაჟების ნუდისტური კონტენტი.

NSFW (სამუშაო გარემოსთვის შეუსაბამო) პარამეტრების ჩართვის შემთხვევაში, Grok-ს უნდა შეეძლოს „გამოგონილი ზრდასრული ადამიანების (არა რეალურების) ზედა ტანის სიშიშვლის“ გენერირება იმ სტანდარტის შესაბამისად, რაც R რეიტინგის მქონე ფილმებშია ნაჩვენები",- განაცხადა ილონ მასკმა.

მანამდე მასკი იცავდა X-ს და წერდა, რომ კრიტიკოსებს „უბრალოდ სურთ სიტყვის თავისუფლების ჩახშობა“, რასაც თან დაურთო ორი AI-ით გენერირებული გამოსახულება, სადაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი სერ კირ სტარმერი ბიკინშია გამოსახული.

თუმცა, გაურკვეველია, როგორ განახორციელებს პლატფორმა მდებარეობაზე დაფუძნებულ ბლოკირებას Grok-ის მიერ რეალური ადამიანების გამოსახულებების სექსუალიზებული ფორმით რედაქტირების შესაძლებლობაზე და შეძლებენ თუ არა მომხმარებლები ამ შეზღუდვების გვერდის ავლას.

მსგავსი გეობლოკების თავიდან ასაცილებლად ადამიანები ხშირად მიმართავენ ვირტუალურ კერძო ქსელებს (VPN), რომლებიც მათ ონლაინ მდებარეობას მალავენ და ინტერნეტის გამოყენებას სხვა ქვეყნიდან ყოფნის მსგავსად აძლევენ საშუალებას.

გასულ წელს, გაერთიანებულ სამეფოში VPN აპლიკაციების ჩამოტვირთვები გაიზარდა მას შემდეგ, რაც პორნოსაიტებს ონლაინ უსაფრთხოების აქტის მოთხოვნების შესასრულებლად ვიზიტორების ასაკის შემოწმება დაევალათ.