იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად იჭრება რედაქტირებისა და მედიის სფეროებში, პლატფორმები ცდილობენ მკაფიო წესები დააწესონ მისი გამოყენებისთვის. 2026 წლის მარტის ბოლოს „ვიკიპედიამ” რედაქტორებისთვის აკრძალა AI-ს მიერ გენერირებული ტექსტის გამოყენება, თუმცა მთლიანად არ აუკრძალავს ხელოვნური ინტელექტი პლატფორმის სარედაქციო პროცესებში.
პოლიტიკის ბოლო ცვლილების მიხედვით, საიტი აცხადებს, რომ „დიდი ენობრივი მოდელების (LLM-ების) გამოყენება სტატიების შინაარსის გენერირებისთვის ან გადამუშავებისთვის აკრძალულია. ეს ახალი ფორმულირება ანახლებს და აზუსტებს წინა, უფრო ბუნდოვან წესს, რომლის მიხედვითაც LLM-ები არ უნდა იქნას გამოყენებული ვიკიპედიის ახალი სტატიების ნულიდან შესაქმნელად.
ვიკიპედიის სტატიებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გახდა სადავო საკითხი პლატფორმის ფართო, მოხალისე რედაქტორთა საზოგადოებაში. 404 Media-ს ინფორმაციით, გუნდის უმრავლესობის მხარდაჭერით იქნა მიღებული – 40 ხმით 2-ის წინააღმდეგ.
თუმცა ახალი წესები მაინც ტოვებს სივრცეს AI-ის გარკვეული ფორმით გამოყენებისთვის რედაქტირების პროცესში. კერძოდ, მათ შეუძლიათ გამოიყენონ LLM-ები საკუთარი ტექსტის საბაზისო რედაქტირებისთვის იმ პირობით, რომ LLM არ დაამატებს საკუთარ შინაარსს.
როგორც ვიკიპედია ამბობს, ამას სიფრთხილისთვის აკეთებს. რადგან LLM-ებს შეუძლიათ გასცდნენ მითითებებს და შეცვალონ ტექსტის მნიშვნელობა ისე, რომ მითითებული წყაროები რელევანტური აღარ იყოს.