2022 წლის თებერვლიდან, აღწერილი და ოფიციალური მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში 737 ეკლესია გაანადგურა. ასევე დადასტურებული მომაცემებით, სადაც აღწერილია სახელები და გვარები, რუსეთმა 82 სასულიერო პირი მოკლა. მათგან 57 უშუალოდ დაბომბვების შედეგად დაიღუპა, ხოლო 25 ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანგარიშსწორებებისა და წამების მსხვერპლი გახდა. ეს არის აღწერილი და ოფიციალური ცნობები, ხოლო არაოფიციალურად მოკლული სასულიერო პირების რაოდენობა გაცილებით დიდია. ზოგი მათგამი უგზოუკლოდ დაკარგულთა სიაშია.მერე კიდევ უკვირს ზოგს, თუ რატო აგდებენ უკრაინული ეკლესიიდან რუსის აგენტებს და რატო ჩამოაყალიბეს რუსეთის საპატრიარქოსგან დამოუკიდებელი ეკლესია. მშრალ სტატისტიკას რომ შევხედოთ არცერთ ქვეყანას არ მოუკლავს ბოლო 100 წელიწადში იმაზე მეტი მართლმადიდებელი, ვიდრე "ერთმორწმუნე" რუსეთს.ბოლო 100 წელიწადში არცერთ ქვეყანას დაუნგრევია იმაზე მეტი მართლმადიდებლური ტაძარი, ვიდრე "ერთმორწმუნე" რუსეთს.
2022 წლის თებერვლიდან რუსეთმა უკრაინაში 737 ეკლესია გაანადგურა
ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა შეადგენს მილიარდებს, ჩვენგან კი დღემდე ითხოვენ სანქციების დაწესებას - ირაკლი კობახიძე
ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის შესაძლებელი იქნება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება - ირაკლი კობახიძე
თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს ლევან მესხია უხელმძღვანელებს
საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წელი შესრულდა - საელჩოს განცხადება
თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა