საინტერესოა, რამდენი კულტურული საკვანძო მომენტი შეიძლება მარტივად შეჯამდეს მხოლოდ იმით, თუ ვნახავთ, რა იყო ტრენდში Google-ზე. ინტერნეტკულტურით დომინირებულ სამყაროში ხომ „დაგუგლვა“ ერთგვარ, ახალი ეპოქის სტატუსის სიმბოლოდაც იქცა. 

რა თქმა უნდა, 2025 წელს უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, იმდენი, რომ ერთ სტატიაში ჩამოთვლა რთულია, თუმცა PlayersTime-ის მკვლევრებმა საკუთარ თავზე აიღეს ამ გამოწვევის შესრულება და წლის მოვლენები Google-ის საძიებო მონაცემების მიხედვით დააფიქსირეს.

გლობალურ საძიებო მონაცემებზე დაყრდნობით, ქვემოთ მოცემულია მიმოხილვა იმ ადამიანების შესახებ, ვისაც მსოფლიო ეძებდა Google-ში. 

როგორ დადგინდა ეს ყველაფერი

უფრო ზუსტი სურათის მისაღებად, ანალიტიკოსებმა გამოიყენეს ბოლო 12 თვის საშუალო თვიური Google-ის საძიებო მოცულობა, Ahrefs-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ეს ინფორმაცია დამატებით გადამოწმდა Google Trends-ით, IMDb-ითა და MeetGlimpse-ით, რათა დადასტურებულიყო პიროვნებების იდენტობა, აქტუალობა და კატეგორია. 

რა თქმა უნდა, ეს სია არ ნიშნავს, რომ მაძიებლებს აუცილებლად მოსწონთ ეს ადამიანები. მოწონება და ცნობისმოყვარეობა სხვადასხვა რამეა, ხოლო Google ძიებისას უფრო ეს მეორე მუშაობს.

მსოფლიოში ყველაზე ხშირად „დაგუგლული” ადამიანების ტოპ-10 კი ასე გამოიყურება

  • დონალდ ტრამპი – 15.96 მილიონი
  • ილონ მასკი – 10.96 მილიონი
  • მია ხალიფა – 8.76 მილიონი
  • ტეილორ სვიფტი – 8.09 მილიონი
  • კრიშტიანუ რონალდუ – 7.76 მილიონი
  • XXXTentacion – 7.58 მილიონი
  • საბრინა კარპენტერი – 7.76 მილიონი
  • ენტონი „რომეო“ სანტოსი – 6.80 მილიონი
  • ბიანკა ჩენსორი – 5.88 მილიონი
  • ლამინ იამალი – 5.76 მილიონი

დონალდ ტრამპის პირველ ადგილზე გასვლა გასაკვირი ნამდვილად არ არის.  ის ყოველდღიურად იკავებდა ახალი ამბების სათაურებს. ილონ მასკიც ახლოს მიჰყვებოდა მას და საკმაოდ აქტიური საინფორმაციო წელი ჰქონდა.

საინტერესოა, რომ გლობალურ ძიებებში ამერიკული ფიგურები დომინირებენ. ეს, სავარაუდოდ, აშშ-ის კულტურული და პოლიტიკური გავლენის შედეგია. საერთო ჯამში კი, თანამედროვე ცნობადობა სწრაფი და ფრაგმენტულია. ის ბევრად უფრო მეტ კავშირშია ცნობისმოყვარეობასა და ინტერესთან, ვიდრე სანდოობასთან.

www.marketer.ge