Cerebrum Tech-მა  მობილური ტელეფონებისთვის ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია სახელწოდებით „Cere“გამოუშვა, რომელიც  ინტეგრირებულია ვირტუალურ 3D პერსონაჟთან.

ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის ფუნქციონირება შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, პრობლემების გადასაჭრელად ტექსტური და ხმოვანი ჩატის საშუალებით სხვადასხვა თემებზე საჭირო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ასევე ბიზნეს გარემოშიც.

Cere-ს შეუძლია ვაკანსიაზე გასაუბრების იმიტირებაც, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, სტენგოგრამების და რეზიუმეების მომზადება და მისი ფოსტაზე გაგზავნა. მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისა და სხვა ინდიკატორების შესახებ ანალიტიკისა და ანგარიშების მომზადება.

გარდა ამისა, Cere გამოირჩევა მოთხოვნების საფუძველზე თვითგაუმჯობესების უნარით. Cere იყენებს ავტორეგრესიული ენის მოდელის სტრუქტურას, რომელიც ღრმა სწავლაზეა დაფუძნებული.  AI ასისტენტს თურქული, ინგლისური, კორეული, გერმანული და ესპანური ენების მხარდაჭერა აქვს.