ენდემური უფრთო კოღო Belgica antarctica ადაპტირდა ანტარქტიდის ცივი სამყაროს ექსტრემალურ პირობებთან და მეცნიერებს კრიოკონსერვაციის (უჯრედებისა და ქსოვილების გაყინვას და შემდეგ შენახვას თხევად აზოტში) მეთოდების უკეთ შესწავლაში დაეხმარა.
იაპონელმა მკვლევრებმა კოღოს ამ სახეობის ადაპტაციის უნიკალურ მექანიზმს მიაგნეს. კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ მთელი მათი ორწლიანი სიცოცხლის ციკლის დროს, ერთ წელს სიმშვიდის რეჟიმში ატარებენ, მეორე კი - დიაპაუზაში (სვენების პერიოდი განვითარებაში, რასაც თან სდევს ნივთიერებათა ცვლის მკვეთრი დაქვეითება).
სიმშვიდის რეჟიმი - დროებითი პაუზაა ორგანიზმის განვითარებაში არასასურველ პირობებში. როდესაც ტემპერატურა მატულობს, ის ზრდას განაგრძობს. დიაპაუზა კი უფრო რთული მექანიზმია და უმოქმედობის აუცილებელ პერიოდად ითვლება, აღნიშნავენ მეცნიერები.
„ჩვენ დავადგინეთ, რომ აუცილებელი დიაპაუზა ზამთარში დაბალი ტემპერატურის დასრულებისთანავე მთავრდება, ასე რომ კოღოს მატლები ერთდროულად იზრდებიან“, - განაცხადა პროფესორმა შინ გოტომ.
ეს კვლევა მეცნიერებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის მათ კრიოკონსერვაციის ახალი მეთოდების დადგენაში და ადაპტაციის მექანიზმების უკეთ გაგებაში დაეხმარება, რაც მნიშვნელოვანია დიდხნიანი კოსმოსური მისიების შესრულებისთვის და ბიოლოგიური ნიმუშების შენახვისთვის.
წყარო: imedinews.ge