სიურპრიზად გამოშვებულ განახლებაში, OpenAI-მ ChatGPT-ს ხმოვანი რეჟიმი ხელმისაწვდომი გახადა Apple CarPlay-ში. ვისაც iOS-ისა და ChatGPT აპის უახლესი ვერსია აქვს და CarPlay-სთან თავსებად ავტომობილს ფლობს, უკვე შეგიძლია ეს ფუნქცია გამოცადოს. 

ამისთვის საჭიროა ყველა საჭირო პროგრამის ჩამოტვირთვა, iPhone CarPlay-სთან დაკავშირება და ChatGPT-ში New voice chat-ის არჩევა. როდესაც აპში გამოჩნდება ტექსტი, რომ ChatGPT „უსმენს“, შეგიძლიათ საუბარი დაიწყოთ.

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ChatGPT Voice-ის CarPlay-ში გამოყენებისას. პირველ რიგში, ჩატბოტს არ შეუძლია მანქანის ფუნქციების მართვა. თუ, მაგალითად, გინდა სალონის ტემპერატურის შეცვლა ან მუსიკის გადართვა, ისევ Siri დაგჭირდება. ასევე, Apple-ის შეზღუდვების გამო, ChatGPT-ს ჩართვა ხმოვანი ბრძანებით (wake word-ით), როგორც Siri-ს შემთხვევაში, შეუძლებელია. მაგალითად, წინა საუბრის გასაგრძელებლად საჭიროა CarPlay-ში ChatGPT აპის გახსნა და ბოლო ან დაფიქსირებული ჩატის ხელით არჩევა.

ამ შეზღუდვების მიუხედავად, OpenAI გვირჩევს Voice-რეჟიმის გამოყენებას ინსტრუქციების მისაღებად, იდეების გენერირებისთვის და უცხო ენებში სავარჯიშოდ. მათთვის, ვისაც მართვის დროს მუსიკის ან პოდკასტების მოსმენა ურჩევნია, ეს ფუნქცია შეიძლება არ გამოადგეს, მაგრამ თუ ChatGPT-სთან საუბარი საინტერესოა – არჩევანი მომხმარებელზეა.

www.marketer.ge