Nvidia Corporation-მა განაცხადა რომ, კლიენტების AI აპლიკაციებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ისრაელში უძლიერეს ხელოვნური ინტელექტის (AI) სუპერ-კომპიუტერს ქმნის, ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულმა ჩიპებზე სპეციალიზებულმა კომპანია Nvidia-მ განაცხადა, რომ ღრუბლოვანი სისტემა ასობით მილიონი დოლარი ეღირება და ნაწილობრივ 2023 წლის ბოლომდე შეიქმნება.

სისტემა Israel-1 სავარაუდოდ, რვა ეგზაფლოპამდე უზრუნველყოფს AI გამოთვლით შესაძლებლობებს, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ AI სუპერკომპიუტერად აქცევს. ერთ ეგზაფლოპს შეუძლია შეასრულოს 1 კვინტილიონი - ან 1 000 000 000 000 000 000 - გამოთვლა წამში.

მაგალითად, OpenAI-ის ChatGPT ათასობით Nvidia GPU-ის გამოყენებით შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ სისტემაზე მელანოქსის ყოფილმა გუნდმა იმუშავა. შეგახსენებთ, რომ  Nvidia-მ ისრაელელი ჩიპების შემქმნელი Mellanox Technologies-ი 2019 წელს, 7 მილიარდ დოლარად, იყიდა.