NASA ინოვაციური კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მზიურ ქარს მთვარეზე წყლის წარმოშობა შეუძლია.

კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ მზიური ქარი მთვარის ზედაპირზე წყლის მოლეკულების არსებობის წყაროა, რაც ხსნის მთვარის ბნელ მხარეს ყინულების წარმოქმნის მიზეზს.

მეცნიერებმა წყლის მოლეკულები და ჰიდროქსილის მოლეკულები (ОН) მთვარის ზედაპირზე რამდენიმე კოსმოსური მისიის შემდეგ აღმოაჩინეს. ამ წყლის მოლეკულების წარმოქმნის წყარო დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო.

მზიური ქარი — მზის ზედა ატმოსფეროდან წამოსული პლაზმის ნაკადია. ის უმეტესად პროტონებსა და ელექტრონებს მოიცავს, რომელთა ენერგია ჩვეულებრივ 1,5-10 კილოელექტრონვოლტია.

ამ თეორიის გასამყარებლად, მეცნიერებმა მზიური ქარის ეფექტის მოდელირება მოახდინეს. მათ ვაკუუმში ნაწილაკთა ამაჩქარებელი შექმნეს „ფიქციური მზიური ქარის“ ჩასაშვებად მთვარის ნიმუშებზე. შედეგად მათ გაზომეს, როგორ შეიცვალა ნიმუშების ქიმიური შემადგენლობა - მათში წყლის მოლეკულები გაჩნდა, რომლებიც იქ ადრე არ იყო.

„აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მთვარის გრუნტისა და მზის მთავარი ინგრედიენტის არსებობით, რომელიც ყოველთვის გამოყოფს წყალბადს, წყლის წარმოქმნის საშუალება არსებობს“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა ლი სა იეომ.

ინფორმაცია მთვარის წყლის წარმოქმნის შესახებ მნიშვნელოვანია ასტრონავტების მომავალი კოსმოსური მისიებისთვის. ყინული, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზეა, ასტრონავტებისთვის შეიძლება მნიშვნელოვან რესურსად იქცეს.

წყარო: imedinews.ge