ცოტა ხნის წინ ილონ მასკის სუპერ-მძიმე რაკეტის Starship-ის მეორე საცდელი გაშვება SpaceX-ის კოსმოდრომზე, სამხრეთ ტეხასში შედგა.

Starship არის სრულად მრავალჯერადი გამოყენებადი ორსაფეხურიანი სუპერ მძიმე რაკეტა. ის იქმნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ტვირთის დედამიწის ორბიტაზე მიტანის ღირებულება. ის ასევე გაუხსნის კაცობრიობას გზას მთვარისა და მარსისკენ. მიიჩნევა, რომ Starship იქნება ყველაზე ძლიერი რაკეტა ისტორიაში. ვარაუდობენ, რომ მას შეუძლია 150 ტონამდე ტვირთის გაშვება დედამიწის ორბიტაზე, ხოლო ერთჯერადი რეჟიმში - 250 ტონამდე. შედარებისთვის, ყველაზე დიდ რუსულ რაკეტას 25 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია დედამიწის ორბიტა.

„ვულოცავ SpaceX-ის გუნდს" - ასეთია ილონ მასკის პირველი კომენტარი Starship-ის მეორე წარმატებული ტესტის შემდეგ.

NASA-ს ადმინისტრატორის, ბილ ნელსონის თქმით, NASA და SpaceX  კაცობრიობას მთვარესა და მარსზე დააბრუნებენ.

„ვულოცავ ყველას, ვინც პროგრესს მიაღწია დღევანდელი ფრენის ტესტში.
კოსმოსური ფრენა არის თამამი თავგადასავალი, რომელიც მოითხოვს საქმის კეთების სულისკვეთებას და გაბედულ ინოვაციებს. დღევანდელი ტესტი არის სწავლის შესაძლებლობა.
NASA და SpaceX ერთად დააბრუნებენ კაცობრიობას მთვარეზე, მარსზე და მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ბილ ნელსონმა, NASA-ს მე-14 ადმინისტრატორმა.