საქართველოს მთავრობამ შპს "რკ გლობალ მენეჯმენტთან"  „რკ მარნეულის მზის ელექტროსადგურის" შესახებ დასადები ხელშეკრულება მოიწონა. 17 მარტით დათარიღებული განკარგულებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობა ხელშეკრულებას დადებს მზის სადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესასწავლად, ასევე ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. 

ხელს მთავრობის სახელით ხელშეკრულებას ხელს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მოაწერს.

როგორც მეწარმეთა რეესტრიდან ირკვევა, რომ  შპს "რკ გლობალ მენეჯმენტი" 2024 წელსაა დარეგისტრირებული. მისი წილის 50%-იანი მფლობელი რამაზ თურმანიძეა. ის ამასთანავე კომპანიის დირექტორიცაა. კომპანიას კიდევ ერთი დირექტორი ჰყავს, კობა ბადაგაძე, რომელიც ასევე კომპანიაში 30%-იანი წილის მესაკუთრეა, ხოლო  დარჩენილი 20%-ი ლევან ბადაგაძეს ეკუთვნის.