ამერიკულმა კრიპტობირჟა Coinbase-მა ახალი თაობის სუპერ აპი შექმნა, რომელიც კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ფუნქციონალს აერთიანებს, მათ შორისაა: ტრეიდინგ პლატფორმა, ციფრული საფულე, საკომუნიკაციო პლატფორმა, გადახდები, სოციალური ქსელი, ფორუმი და AI-მოდელები.

კომპანიის ხელმღვანელის, ბრაიან არმსტრონგის განცხადებით, Coinbase-ის მიზანი ამერიკაში ჩინური WeChat-ის ანალოგის შექმნაა, რომელიც ყველა ძირითად სერვისს ერთ აპლიკაციაში მოუყრის თავს.

თავად პროგრამას Base App ჰქვია და ის ჯერჯერობით მხოლოდ ბეტა-ტესტერებისათვის არის ხელმისავდომი, თანაც მხოლოდ ამერიკაში.

bm.ge