Skydo Corporation-ის დირექტორმა გელა გრძელიძემ კომერსანტის თემის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ თითოეული კომპანიისთვის მინიმალური IT ინფრასტრუქტურის არსებობა აუცილებელია. გელა გრძელიძის თქმით, მათ შორის, აუცილებელია კომპანიებს დაცულად ჰქონდეთ თავიანთი ინფორმაცია შენახული.
„დღეს კომპანიებს გარკვეული მინიმალური IT ინფრასტრუქტურა აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. მინიმუმ კომპანიამ კარგად უნდა იცოდეს თუ სად ინახება მისი ინფორმაცია. ეს არ უნდა ხდებოდეს თანამშრომლების პერსონალური მეილებით კომუნიკაციის სახით. გარდა ამისა, არ უნდა ხდებოდეს ინფორმაციების USB-ზე შენახვა. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ კომპანიებს მინიმუმ ჰქონდეთ ე.წ სარეზერვო ასლები, ეს აუცილებელია, რადგან თუკი კომპანიის მიმართ კიბერშეტევა მოხდება, სწორედ ამ რეზერვიდან მოხდება ინფორმაციის აღდგენა.
ჩემი აზრით, ბიზნესის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა უნდა პასუხობდეს რამდენიმე კითხვას, რათა გაიგოს აქვს თუ არა გამართული სისტემა. მაგალითად, მათი ბიზნეს პროცესები უწყვეტია თუ არა, ასევე დაცულია თუ არა კომპანიის და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები. ხშირად მცირე და საშუალო ბიზნესები IT ინფრასტრუქტურას უყურებენ როგორც ხარჯს, არადა ეს არის ბიზნესის განვითარებისა და უწყვეტობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“, - განაცხადა გელა გრძელიძემ.