Toyota Motor Corporation-მა შეაჩერა თავისი Lexus ბრენდის ახალი თაობის ელექტრომობილებზე მუშაობა. ამის შესახებ Bloomberg-მა კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით განაცხადა.
Toyota-მ გადაწყვეტილების მიზეზად დაბალი მოთხოვნა და აშშ-ს სუბსიდიის გაუქმება დაასახელა.
LF-ZC მოდელის გაყიდვაში გამოსვლა 2027 წლის შუა პერიოდში იყო დაგეგმილი. მას უნდა ჰქონოდა ახალი ტექნოლოგიები, მაგალითად როგორიცაა სწრაფად დატენვადი აკუმულატორები. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს მახასიათებლები სხვა მანქანებზეც გადავიდოდა.