ახალი Google Shoe Charms იმისთვისაა შექმნილი, რომ თქვენი საყვარელი Crocs-ების ან კედების ხვრელები უფრო ლამაზი გახადოს და ასე თვითგამოხატვის საშუალებაც მოგცეთ. Android Shoe Charm გუგლის საყვარელი რობოტი მასკოტის მინიატიურული ვერსიაა, რომელიც ფეხსაცმელების გამხიარულებას გპირდებათ. თუ ანდროიდებზე ხართ შეყვარებული ან უცბად გსურთ საუბრების წამოწყება, მაშინ იდეალური ვარიანტია. 

და თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენთვის არ არის, გუგლს Noogler Hat Shoe Charm-ის შემოთავაზებაც შეუძლია, საკულტო პროპელერიანი ქუდის, რომელსაც პატივისცემის ნიშნად ბრენდი ახალ თანამშრომლებს უგზავნის ხოლმე… ახლა კი მისი ფეხსაცმელებზე დამაგრება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. გვეუბნებიან, რომ იმ ადამიანებისთვისაა შესაფერისი, რომლებსაც ტექნოლოგიური ნოსტალგიები იპყრობს ან იმათთვის, რომელთაც თავიანთი მხიარული ვერსიის ჩვენება სურთ.

შემდეგი Chrome Dino Glow Shoe Charm გახლავთ — დინოზავრი, რომელიც მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა ინტერნეტკავშირის დაბრუნებას ველოდებით…

 

ამ ეტაპისთვის ბოლო კი, ამ ჩამონათვალში Super G Shoe Charm-ია, გუგლის საკულტო G ლოგო. თუმცა არჩევანი სპეციალურად ძველ ლოგოზე შეაჩერეს, რომელიც უფრო მუქ, ნათელ ფერებშია და იდეალური აქსესუარია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტის ლოგო ფეხებით სურს, ატაროს. 

გვეუბნებიან, რომ ციფრული კულტურა სულ უფრო ერწყმის მოდას, ამიტომაც მსგავსი აქსესუარები ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ. მხიარული გზაა საკუთარი თავის გამოსახატავად, საყვარელი ბრენდების საჩვენებლად და მზარდ მოძრაობასთან შესაერთებლად, რომელიც შლის ზღვარს ციფრულ და ფიზიკურ სამყაროებს შორის. 

marketer.ge