კოლექციონერები უკვე რას აღარ აგროვებენ, მაგრამ ფერარის იდეა მაინც გაკვირვებულს დაგტოვებთ — მდიდარ მომხმარებლებს ფორმულა 1-ის ნამდვილი ძრავის ნაწილებს სთავაზობენ, რომლებიც ლეგენდარული მანქანებიდან სახლში გადაინაცვლებს ზუსტად ისე, როგორც სხვა საკოლექციო ხელოვნების ნიმუშები. ამგვარად, Ferrari Collectibles აბსტრაქტულ სკულპტურებსა და კონცეპტუალურ ინსტალაციებს დაგავიწყებთ და მსოფლიო დონის ინჟინერიას გაზიარებთ. თანაც, თითოეული ნაწილი რაღაც ისტორიას მოგვითხრობს…
ფერარის საკოლექციო ნივთებს შორისაა 1990 წლის ფორმულა ერთის სეზონიდან Tipo 048B-ის ძრავა, 3-ლიტრიანი V10, რომელიც 790 CV-ში გვხვდებოდა — სწორედ მათი დახმარებით გახდნენ მაიკლ შუმახერი, ედი ირვინი და მიკა სალოსი წარმატებულები…
აქ LaFerrari-ის ძრავის პროტოტიპსაც ნახავთ, 6.3-ლირიანი V12-ითა და HY-KERS-ის ჰიბრიდული სისტემით. კოლექცია საკულტო ნაწილებსაც მოიცავს, მათ შორისაა ლილვი F2003-GA-დან, რომელმაც კიდევ ერთი მსოფლიო ტიტულის მოპოვებას შეუწყო ხელი, აქვეა კიმი რაიკონენის ფეხებ ქვეშ არსებული გამონაბოლქვის მილი და მრავალი სხვა, რომლებიც მოტოსპორტის ისტორიას ახლა მინებში ინახავს.
ფასებს რაც შეეხება, მდიდრების იმ კატეგორიისთვისაა, რომელიც მოტოსპორტის ისტორიას აფასებს და სურს, ფერარის სულისკვეთება საკუთარ სახლშიც იგრძნოს… ეს კი მათ 700 ევროდან 3900 ევრომდე დაუჯდებათ.
წყარო: marketer.ge