ჩინურმა კომპანიამ Eyou Robot Technology მსოფლიოში პირველად რობოტების მექანიკური "სახსრების" წარმოების ქარხანა გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.
ამჟამად შანხაიში მდებარე საწარმო წლიურად 100 ათასამდე კომპლექტის წარმოების შესაძლებლობას ფლობს. კომპანიის შეფასებით, მექანიკურ სახსრებზე რობოტის საერთო ღირებულების ნახევარზე მეტი მოდის.
გამოცემის ცნობით, წარმოების მოსალოდნელი ზრდა ჩინეთს საშუალებას მისცემს გაამყაროს პოზიციები გლობალურ ბაზარზე იმ დროისთვის, როდესაც მსოფლიოში ჰუმანოიდური რობოტების მასობრივი გავრცელება დაიწყება.