ქალაქ ნანკინმა (ჩინეთის პროვინციის ძიანგსუს ადმინისტრაციული ცენტრი) მეტავერსი ჩაუშვა. მას „ჩინეთის ბლოკჩეინის ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების ინოვაციების პლატფორმა“ ჰქვია.

ეს სახელმწიფოს მხარდაჭერილი პროექტია და მეტავერსული კვლევის პოპულარიზაციასა და მის გაფართოებას ეძღვნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ორგანიზაცია მიზნად ისახავს ჩინეთის ყველა დეველოპერის, უნივერსიტეტის და საწარმოს გამოცდილების დაგროვებას და მეტავერსთან დაკავშირებულ სფეროებში კვლევის ხელშეწყობას. პროექტს ნანკინის საინფორმაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (NUIST) ხელმძღვანელობს.

ამ პლატფორმის დამფუძნებელი წევრები სხვადასხვა აკადემიური ინსტიტუტები და ბლოკჩეინთან დაკავშირებული კომპანიები არიან მთელი მატერიკიდან.

2022 წლის სექტემბერში NUIST უნივერსიტეტმა ჩინეთის პირველი Metaverse Expert სპეციალობა შექმნა და 2023 წლის აპრილში Wearable ვირტუალური რეალობის მოწყობილობების დეპარტამენტი გახსნა.

ნანკინი იმ ჩინეთის ქალაქების სიაშია, რომლებიც ეროვნული მეტავერსიის ევოლუციაში წამყვანი როლისთვის იბრძვიან. თებერვალში ქალაქმა გამოაქვეყნა მეტავერსიის სტრატეგია. მათ აქვთ ამბიციური მიზანი, შექმნან ინდუსტრია, რომელიც 2025 წლის ბოლომდე წლიურად 135 მილიარდ იუანს (19,13 მილიარდი აშშ დოლარი) გამოიმუშავებს.